ნოდარ ხარშილაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპულობის ილუზია დაკარგა - ევროკავშირში სერიოზულად არის საუბარი ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილებაზე

ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყნის იზოლაციაა, მაგრამ ვერ იტყვის, რომ „მე მინდა ეს“, იტყვის „მაიძულეს“, კანდიდატის სტატუსიც ასე ვთქვათ, შეეტენა, სხვა გზა არ ჰქონდა, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპულობის ილუზია დაკარგა და ახლა უკვე ამის აღარავის სჯერა.

“წყალგამყოფი არსებობს. 29 აპრილი არის ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური ტრანსფორმაციის დღე. მანამდე ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ფრთხილი ყოფილიყო, ხიდები არ დაეწვა, სხვების ხელებით ეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ 29 აპრილს გამოვიდა და ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რასაც დღეს ალბათ, ნანობს. „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპულობის ილუზია დაკარგა, რითაც ბევრი ადამიანი თავს იწყნარებდა და მაინც მათ აძლევდა ხმას, ან არ იყო პოლიტიკურად აქტიური საერთოდ. ახლა არავის აღარ სჯერა. ჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც არ ჰქონდათ პოლიტიკური აფილიაცია, ამბობდა, რომ „ესენი იქნებიან, თუ ისინი, რა მოხდა?“. ეს დამოკიდებულება შეიცვალა. განსაკუთრებით ახალგაზრდები, როლებიც არჩევნებზე არ დადიოდნენ, ახლა მოვლენ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს დაემუქრა „ქართული ოცნება““, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

როგორც ნოდარ ხარშილაძემ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ ევროკავშირში სერიოზული საუბრებია და ამ თემაზე განცხადებას სექტემბერში გააკეთებენ.

„უკვე გააქტიურებულია და სამწუხაროდ საკმაოდ ბოლოსკენაა გასული ვიზალიბერალიზაციის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ სჭირდება კონსენსუსი, ტექნიკურ დონეზე შსს მინისტრებს შორის შეხვედრა იმართება და თუ არ ვცდები ორი მესამედიც საკმარისია. ძალიან სერიოზულადაა საუბარი ამაზე. ერთ-ერთი პროპონენტი ამ საუბრის ზუსტად ის ქვეყანაა, რომლის კანცლერსაც შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. თქვეს, არ წარმოადგენს გერმანელ ხალხს შოლციო და რა აღარ ილაპარაკეს. დიდი შანსია, რომ სექტემბერში ამაზე განცხადება გაკეთდეს. შეიძლება არ გაგვიჩერონ არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ განცხადება გაკეთდება აუცილებლად, რომ ამაზე ფიქრობენ“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო