ლაშა ფარულავა - შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული

შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა! შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული. როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა, - ასე გამოეხმაურა, 1 წლის წინ მომხდარ შოვის ტრაგედიას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კურორტი შოვის განაშენიანების გეგმის მომზადებისას კორუფციული ინტერესები არსებობდა, რის გამოც ბუბას ხეობა, როგორც საფრთხე ამოღებული იყო შეფასების დოკუმენტებიდან.

„შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა!

2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული.

როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობდი და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი მოცულობის დოკუმენტიც დავდეთ.

მინდა გამოვყო სამი ძირითადი მიმართულება:

  1. შოვის განაშენიანების გეგმა და კორუფციული ინტერესები;
  2. სუს-ის იუბილე და დაგვიანებული რეაგირება;
  3. სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებში გაგზავნილ შეკითხვაზე მიღებული პასუხები.

მოკლედ:

2018 წელს, კურორტი შოვის განაშენიანების გეგმის მომზადებისას არსებობდა კალაძე-კობახიძის კლანის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, რის გამოც ბუბას ხეობა, როგორც საფრთხე ამოღებული იყო შეფასების დოკუმენტიდან, რაც არჩევნების შემდეგ, მიუკერძოებელი გამოძიების მთავარი მიმართულება იქნება. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობამ, 3 აგვისტოს, სუს-ის იუბილე აღნიშნა მცხეთაში, რესტორან „მარანიჰოლში“, სადაც იმყოფებოდა პრემიერი და ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელი პირები, რაც რეალურად გახდა სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირების მიზეზი.

ბოლოს მინდა გაგაცნოთ სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წერილობითი პასუხები, რომელიც რეალურად მატერიალური მტკიცებულებაა თავისუფალი გამოძიებისთვის, რათა გაირკვეს სიმართლე, შოვის საქმეზე.“ - წერს ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს