სერგო ჩიხლაძე - 26 ოქტომბრამდე ვიქნებით ყველგან, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, დიდში თუ პატარაში და შევხვდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ტურნე გრძელდება. დღეს "ერთიანობის" ლიდერები კახეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

როგორც "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, 26 ოქტომბრამდე ისინი ყველა ქალაქსა თუ სოფელს მოივლიან, შეხვდებიან ყველას და საბოლოოდ 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ მყისიერად დაიწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

"ერთიანობის ტურნე გრძელდება, დღეს ვიქნებით კახეთში, თელავში.

26 ოქტომბრამდე ვიქნებით ყველგან, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, დიდსა თუ პატარაში შევხდებით ასობით ათას ჩვენს ამომრჩეველ თანამოქალაქეს.

26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ და 26 ოქტომბრიდან იწყება ახალი თავი საქართველოს ისტორიაში, რასაც საქართველო ევროკავშირში, რეფორმები, განვითარება, ქვეყნისა და ოჯახების გამდიდრება და საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია. ამისთვის მოსახლეობა მზად არის, ამისთვის ჩვენ მზად ვართ.

ჩვენ ვართ მოტივირებულები, აუცილებლად ვიქნებით ყველა ქალაქში, ყველა სოფელში თითოეულ ქართველს, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შევხდებით 26 ოქტომბრამდე,"- განაცხადა ჩიხლაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში