დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კამალა ჰარისთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა.

„წესები მძინარე ჯოსთან ჩემი დებატების წესების მსგავსი იქნება, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, დებატები პენსილვანიის შტატში გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დებატების შესახებ Fox News-ის შეთავაზებას.

ცნობისთვის, გუშინ, კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო ნომინაციის მისაღებად „დემოკრატიული პარტიის“ დელეგატებისგან საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს