გიორგი ბოტკოველი - დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, მათ შორის კახეთში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი

დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, მათ შორის კახეთში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის ბაზარში მოსახლეობას ხვდებიან და ერთიანი საქართველოს რუკებს არიგებენ.

„რეალურად თუ გინდა ნახო, როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობა, ამ შემთხვევაში, როგორ ცხოვრობენ თელაველები, აქ უნდა დაელაპარაკო ადამიანებს. იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებშიც ჩაიკეტა ხელისუფლება, „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლება, სადაც მილიონებს შოულობენ და მდიდრდებიან ყოველდღიურად, იქიდან არ ჩანს ყველაფერი კარგად, მაგრამ მათ არც აქვთ სურვილი, რომ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ. დღეს არის ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის კახეთში, მთელ საქართველოში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო დაისადგუროს ისეთმა ცხოვრებამ, სადაც რეალურად მშრომელი ადამიანის შრომა იქნება დაფასებული“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის