თინა ბოკუჩავა, თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია - EECMD - ის მიერ გამართულ „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად, „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრება;

ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია EECMD - ის მიერ არის ორგანიზებული.

„დემოკრატიის ფესტივალი“ წინაზე ჩატარდა წალენჯიხაში, სადაც, ასევე, ვიმყოფებოდით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მრავალპარტიულ ფორმატში მონაწილეობის მიღება, მათ შორის, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახონ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დემოკრატიის გაძლიერება, შეუძლიათ თანამშრომლობა, შეუძლიათ ერთად მუშაობა. ეს არის ის მოლოდინი, რომელიც არსებობს დღეს საზოგადოებაში და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, რომ ამ საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ.

დემოკრატიის ფესტივალზე, ასევე, მოწვეული იქნებოდა ივანიშვილის პარტია, რომელიც ყოველთვის უარს აცხადებს მრავალ პარტიულ ფორმატებში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან მათი ინტერესი არ არის დემოკრატიული განვითარება, არც მრავალპარტიული განვითარება და არა საქართველოს მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არამედ ერთპარტიული, ერთპიროვნული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებას. მათ სურთ დეზინფორმაციით, ყალბი შიშის დათესვით შეინარჩუნონ ძალაუფლება.

მთელი არსი „დემოკრატიის ფესტივალის“ არის ის, რომ შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს