შალვა პაპუაშვილი - ჩვენ გვახსოვს შოვის მძიმე დღეები, გაერთიანებული საქართველო, დღეს მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა

ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. დღეს, აქ, ჭირისუფლებთან ერთად, გლოლის მოსახლეობასთან, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას გვახსოვს ის მძიმე დღეები, როგორ გაერთიანდა სრულიად საქართველო და ყველა როგორ გულშემატკივრობდა პროცესს.

„როგორც იცით, დაგეგმილია ამ ადგილზე მემორიალის აგება, ასევე ეკლესიის აგება, რომ მათი სულის მოსახსენიებელი ადგილი იყოს და ამავე დროს, ადგილი, რაც შესძენს ამ გარემოს დამატებით სულიერებას.

ჩვენ გვახსოვს ის მძიმე დღეები, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი მაშველების მუხლჩაუხრელი მუშაობა. როგორც იცით, 33 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, ამას გარდა, ერთი პოლიციელი, მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი თემურ ხარჩილავა გარდაიცვალნენ მაშინ, იმ პროცესში, როდესაც ძებნის ღონისძიებები მიდიოდა. გვახსოვს, მაშინ გაერთიანებული საქართველო, ყველა როგორ ვგულშემატკივრობდით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მაშველს მადლობა გადავუხადო, რომელიც მაშინ, მთელი აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, ორ თვეზე მეტი აქ, დაუღალავად შრომობდნენ, რომ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც თავის ოჯახის წევრებს ეძებდნენ, ყველანაირი ნუგეში შეენარჩუნებინათ და შესძლებოდათ, მათი შვილების, ოჯახის წევრების ნეშტი ჰქონოდათ, რომ დაეკრძალათ და დაეტირებინათ შესაბამისი ქრისტიანული წესით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში