შალვა პაპუაშვილი სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობის შეფარდებაზე - თუ ქალბატონ სალომეს სურს შეწყალება, შეწყალებას ეს ხელს არანაირად არ უშლის

თუ ქალბატონ სალომეს სურს შეწყალება, შეწყალებას ეს ხელს არანაირად არ უშლის, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მისი შეწყალება არ მოხდეს.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან“, - განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს