შალვა პაპუაშვილი - დღემდე განმარტება არ გაუკეთებია აშშ-ის საელჩოს, რა თანხაზეა საუბარი - საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა

უპირველეს ყოვლისა, დღემდე განმარტება არ გაუკეთებია აშშ-ის საელჩოს, რა თანხაზეა საერთოდ საუბარი - საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებულ 95 მილიონის დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული თანხა არ დევს საქართველოს ბიუჯეტში და დღემდე გაუგებარია, კონკრეტულად რა თანხაა ეს, რომლის მიწოდებასაც შეერთებული შტატები წყვეტს.

„მე წარმოდგენა არ მაქვს რა თანხაა ეს. ეს ბიუჯეტის თანხა არ არის, ნამდვილად ეს თანხა ბიუჯეტში არ მიდიოდა, ასე რომ, არ ვიცი საერთოდ რა თანხაზეა საუბარი. საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ქმნის. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. ჩვენს საზოგადოებას რომ უნერგავენ ამის შეგრძნებას, რომ სადღაც ვიღაცამ შეწყვიტა დაფინანსება და ახლა ეს რაღაც კატასტროფაა - ჩვენ არ ვართ უცხო სახელმწიფოების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა. ბიუჯეტთან საერთოდ კავშირი არ აქვს ამ თანხას, მე რამდენად ვიცი და ბიუჯეტში, რომელიც დამტკიცებული აქვს საქართველოს პარლამენტს, ასეთი თანხა არ არსებობდა. მე რამდენადაც ვაკვირდები, დღემდე განმარტება არ გაკეთებულა, რა თანხაა საერთოდ ეს, რას ეხებოდა. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების წინაშე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვქმნით დოვლათს და ბიუჯეტს ვავსებთ მოქალაქეები და სახელმწიფო სწორედ ამ ბიუჯეტით ზრუნავს ყველა იმ წინსვლაზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს. თუკი უცხო ქვეყანას უნდა, რომ ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის, პირიქით, მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდში დგომისთვის, თუმცა ბოლო პერიოდი ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა, მათ შორის, როცა ვნახეთ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ჩვენ გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია ცენტრალურ აფრიკაში, ამის შემდეგ კიდევ ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის საკვირველი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.

ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება