თინა ბოკუჩავა - ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობაა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ

ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავს თქმით, წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება ბიძინა ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა.

„ე.წ. სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა. როგორც ჩანს, მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური და ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს