სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქართული აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, ვეკუას ქუჩაზე ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად იმყოფებოდნენ.

"საინტერესო ღონისძიება ტარდება დღეს თბილისში, დაახლოებით 20-მდე მცირე და საშუალო ფერმერია წარმოდგენილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტებიც ინტერესდებიან ჩვენი ქართული გამორჩეული საგემოვნო თვისებების პროდუქციით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას. ქალბატონი ნინო წილოსანი ჯერ კიდევ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეობისას იყო ამ იდეის ავტორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება დღეს ეს ღონისძიება.“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

ნინო წილოსანის თქმით, აგრობაზრის საპილოტე პროექტი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს.

“მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ფერმერებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. იწყება აგრობაზრების საპილოტე პროექტი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა მათი პროდუქციის გამოფენის, შესაბამისად გაყიდვის, ტურისტების მხრიდან თუ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესების და შესაბამისად თბილისელებისთვისაც ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ სოფლად მოყვანილი პროდუქტი შეიძინონ და დააგემოვნონ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფერმერების დახმარებას და განსაკუთრებით კი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას. იმიტომ, რომ რეალიზაციაც ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მათი წარმატების და მივესალმებით ამგვარ ინიციატივებს“ -აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა შესთავაზეს ქართული თაფლი, ჩაი, წვენები, ღვინო და სხვადასხვა სახის ტრადიციული ტკბილეული, მათ შორის, ჩურჩხელა, ჩირი და ტყლაპი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციული, ისე ევროპული წესით დამზადებული ყველის ნაირსახეობა.

სოფლის განვითარების სააგენტო ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების მხარდაჭერასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს