შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული

გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული, - ამის შესახებსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბეშუმში "შუამთობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დღესასწაული მიულოცა ყველას და აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთი ტრადიციების არსებობა აერთიანებს მთელ ქვეყანას.

"მოგესალმებით, მივესალმები ხულოელებს, აჭარლებს, მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ამ ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

შუამთობა არის, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანასოფლელების, მთისა და ბარის კვლავ ერთიანობის დღე. ეს ერთიანი სულისკვეთება, რომლითაც მთა აერთიანებს ყველას. ასეთი დღესასწაულები არის ჩვენი კულტურული იდენტობის გული. აი ეს მთები, კი არის ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნების კერა. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი ასეთი დღესასწაულები, სადაც ყველა ერთად, მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ერთად ყოფნას, ტრადიციებს, კულტურას. მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნა მიწევს. დღეს, გარდა იმისა, რომ მთის კულტურას ვეზიარებით სხვადასხვა სახით, იქნება ეს სიმღერა, კულინარია თუ სხვა მიმართულებები. ეს უბრალოდ ადამიანების ურთიერთ სიხარულის გაზიარების დღეც არის და სწორედ, ეს დიდი სიყვარულია რამაც დღეს აქ შეგვკრიბა.

გილოცავთ შუამთობას, ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს