დონალდ ტრამპი - კამალა ჰარისს ჩემს წინააღმდეგ ნამდვილი დებატებისთვის გონებრივი შესაძლებლობები არ აქვს - ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის, ამ ორი დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა

კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები, რომ ჩემს წინააღმდეგ ნამდვილ დებატებში ჩაერთოს, რომელიც პენსილვანიაში 4 სექტემბერსაა დაგეგმილი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ში წერს.

„მას ეშინია ამის გაკეთება, რადგან არ შეუძლია გაამართლოს თავისი კორუმპირებული და ღია საზღვრები, ჩვენი ქვეყნის გარემოს განადგურება, ავღანეთის სირცხვილი, გაურკვეველი ინფლაცია, საშინელი ეკონომიკა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გადასახადები“, - წერს ტრამპი.

მისი თქმით, ის ჰარისს 4 სექტემბერს შეხვდება, ან დებატები საერთოდ არ შედგება.

„მე მას ვნახავ 4 სექტემბერს, ან საერთოდ არ ვნახავ. ის აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ამ ორი დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატების თარიღსა და მასპინძელ მაუწყებელთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. ჰარისის საარჩევნო გუნდი დებატების ჩატარებას ABC News-ზე 10 სექტემბერს ითხოვს, ისე, როგორც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის იყო დაგეგმილი, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შემდეგ ABC News-ზე დაგეგმილი დებატები შეწყდა და დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას კამალა ჰარისთან დებატების 4 სექტემბერს გამართვასთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს