თინა ბოკუჩავა - სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი მას დაამარცხებს

პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი მას დაამარცხებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გადაწყვეტილება „ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთით გამოიტანა“.

„მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც განპირობებულია ივანიშვილის პირადი შიშით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, გამოიტანა სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც პატიმრობა მისჯილ ადამიანს შეუფარდა დამატებით წინასწარი პატიმრობა. ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი არ არსებობს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში. არ არის არცერთი პატიმარი პენიტენციურ სისტემაში. პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, 26 ოქტომბრის მოახლებული არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი, ერთი მხრივ, დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რაც გაათავისუფლებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და, მეორე მხრივ, აუცილებლად ხმას მისცემს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ოჯახისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა - ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ, ერთიანობით იმარჯვებს ქართველი ხალხი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს