არჩილ თალაკვაძე - ღიმილის მომგვრელი და ცინიკურია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში „დემოკრატიის ფესტივალს“ ატარებს

„დემოკრატიის ფესტივალს“ ისეთი პარტია ატარებს, რომელმაც საქართველოში გაანადგურა დემოკრატია, დააპატიმრა მედია, გააუქმა პარლამენტი, ვერტიკალური კონტროლის ქვეშ მოაქცია მართლმსაჯულება, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და ხალხს არჩევნები და არჩევანი წაართვა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფესტივალს „ვერანაირი ფასი და შინაარსი ვერ ექნება“.

„ღიმილის მომგვრელი და ცინიკურია ის ფაქტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში „დემოკრატიის ფესტივალს“ ატარებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში მართლაც შევქმენით ისეთი გარემო, სადაც ყველას შეუძლია თანაცხოვრება პოლიტიკურ პარტიებს შორის თუნდაც ისეთი მიუღებელი და ანტისაზოგადოებრივი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. ალბათ, ერთგვარი დაცინვაა მათი მხრიდან, როდესაც -„დემოკრატიის ფესტივალს“ ისეთი პარტია ატარებს, რომელმაც საქართველოში გაანადგურა დემოკრატია, დააპატიმრა მედია, გააუქმა პარლამენტი, ვერტიკალური კონტროლის ქვეშ მოაქცია მართლმსაჯულება, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და ხალხს არჩევნები და არჩევანი წაართვა. ამიტომ, თავისთავად „დემოკრატიის ფესტივალს“ ვერანაირი ფასი და შინაარსი ვერ ექნება. „დემოკრატიის ფესტივალი“ თუ უნდათ უნდა დაიწყონ არჩევნების შედეგების პატივისცემით, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობით, არგუმენტირებული დისკუსიითა და იმ ევროპული პოლიტიკით, რომლისკენაც ჩვენ და ჩვენი საზოგადოება მივდივართ ამ წლების განმავლობაში. საქართველო დღეს არის უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ქვეყანა და ალბათ ამიტომ გახდა შესაძლებელი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „დემოკრატიის ფესტივალს“ ატარებს ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არასამთავრობო სექტორი და სხვა ორგანიზაციები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იღებდნენ მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს