არჩილ თალაკვაძე - ამბობენ, „სამართალი ურმით დადისო“, მაგრამ ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, როგორც ჩანს, არჩევნების წინ სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია

ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს, როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია არჩევნების წინ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში“.

„ამბობენ, სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ბატონ [მამუკა] ხაზარაძეს და [ბადრი] ჯაფარიძეს, როგორც ჩანს, სამართალი სწრაფი მატარებლით წამოეწია არჩევნების წინ. საკუთარ სამშობლოსა და სახლს სთხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის კომპენსაციას. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მოქალაქეებს უნდა გადაეხადათ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ 650 000 დოლარი სახელმწიფოსთვის თვითონ აქვთ გადასახდელი. მაგრამ აქ მთავარი, რა თქმა უნდა, თანხები არ არის. მთავარია, რა სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა. გაირკვა, რომ ეს ბატონები წლების განმავლობაში სულ ტყუილად და უსამართლოდ ადანაშაულებდნენ თავის ქვეყანას, ცილს სწამებდნენ ხელისუფლებას და ფულს სთხოვდნენ ხალხს ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე, რასაც ისინი ავრცელებდნენ. ისინი საკუთარ სახელმწიფოს აბრალებდნენ პროექტის ჩავარდნას, სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მათ გამო დაიკარგა დრო, შემოსავალი და პორტის პროექტი ამიტომ გადაიდო დროში. თუმცა, ამას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. საქართველოს ეკონომიკას გავაძლიერებთ და რა თქმა უნდა, განვავითარებთ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი 2020 წლის 29 ივლისს შეიტანეს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვდნენ და ასევე, კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგის ფინანსურ ანაზღაურებას, რომელიც მათი მოთხოვნით, 1 მილიარდ აშშ დოლარს სცილდებოდა.

2024 წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა