იგორ ნარმანია - ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის და მისი ბანდა

ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის და მისი ბანდა 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი „აბსურდული განაჩენი ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია“.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი აბსურდული განაჩენი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია; რომ რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის ეკრანიდან ყურებისაც, მიხეილ სააკაშვილის ენერგეტიკის, რადგან მას შესწევს ძალა გააერთიანოს ერი და მას შესწევს ძალა, დაამარცხოს „რუსული ოცნება“. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ; ციხეში მჯდომი პუტინის პატიმრის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ, შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილი და მისი ბანდა 26 ოქტომბერს. ასევე, ქართველი ხალხი მიიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია