იგორ ნარმანია - ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის და მისი ბანდა

ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის წინააღმდეგ და დაამარცხოს ის და მისი ბანდა 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი „აბსურდული განაჩენი ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია“.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი აბსურდული განაჩენი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რეჟიმი აგონიაშია; რომ რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის ეკრანიდან ყურებისაც, მიხეილ სააკაშვილის ენერგეტიკის, რადგან მას შესწევს ძალა გააერთიანოს ერი და მას შესწევს ძალა, დაამარცხოს „რუსული ოცნება“. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, კიდევ ერთხელ ცხადყოფს რეჟიმის შიშს მიხეილ სააკაშვილის მიმართ; ციხეში მჯდომი პუტინის პატიმრის მიმართ, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ერი ივანიშვილის და „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ, შეუძლია დაამარცხოს ივანიშვილი და მისი ბანდა 26 ოქტომბერს. ასევე, ქართველი ხალხი მიიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე