Axios - ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება - ამერიკელი გენერალი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

სამმა ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ორშაბათისთვის ელოდებიან, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ფონზე, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. Axios-ი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტი ისრაელს, ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლოდროინდელ ესკალაციამდე იყო დაგეგმილი, კურილა სავარაუდოდ, შეეცდება მოახდინოს იგივე საერთაშორისო და რეგიონული კოალიციის მობილიზება, რომელიც ისრაელის 13 აპრილს ირანის თავდასხმისგან თავდაცვაში დაეხმარა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

Axios-ი წერს, რომ ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის მზადყოფნისთვის, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში თავის ძალებს ზრდის და რეგიონში დამატებით სამხედრო ხომალდებს და ავია გამანადგურებლებს აგზავნის. აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ირანის ნებისმიერი ქმედება იგივე სქემის მიხედვით განხორციელდება, როგორც 13 აპრილს, მაგრამ შესაძლოა უფრო ფართო მასშტაბის იყოს და მასში ლიბანიდან „ჰეზბოლაც“ ჩაერთოს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია