სოფო ჯაფარიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის

ე.წ. მოსამართლის, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.

„2024 წლის 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ზუსტად იცის, რომ როგორც კი თავისუფალი იქნება ქართველ ხალხთან, ის იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს, როგორც 2003 წელს შეძლო, კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანოს. კიდევ ერთხელ დაასრულოს ეს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ფასები და შექმნას ისეთი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, როდესაც ე.წ. ახლად დანიშნულმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ უკვე პატიმრობა მისჯილ მიხეილ სააკაშვილს როგორ მიუსაჯა ხელახლა წინასწარი პატიმრობა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. ვერ დაგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ ვივლით წინ. მიხეილ სააკაშვილი 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება თავისუფალი და აუცილებლად ერთად ავაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება