მაია ომიაძე - CCTV-ის დოკუმენტური ფილმები ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაია ომიაძემ CCTV-ის ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული მიმართულება გააცნო. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფება.

მაია ომიაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას, რაც საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს.

„ჩვენ ვმასპინძლობთ ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედია საშუალებას CCTV-ის, რომელიც როგორც ჩინურ, ასევე ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. CCTV-ის წარმომადგენლები ეცნობიან ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულტურასა და ღვინოს. მოგვიანებით მოამზადებენ 5 დოკუმენტურ სერიალს საქართველოს შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში CCTV-ის ეთერით, სოციალური ქსელებით, ონლაინ პლატფორმებით გავრცელდება. მიგვაჩნია, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩინეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას, რაც საქართველოში მეტ ჩინელ მოგზაურს ჩამოიყვანს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობენ და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს ამზადებენ.

CCTV-ის პროდიუსერის, ლიჰუან ცაის თქმით, მათი მიზანია, რომ ჩინელ მაყურებელს საქართველოს ისტორია, კულტურა და განსაკუთრებით ღვინის კულტურა გააცნონ.

„საქართველოში დოკუმენტური ფილმების გადასაღებად ვართ, ჩვენი მიზანია ჩინელ მაყურებელს გავაცნოთ საქართველოს ისტორია, კულტურა, განსაკუთრებით ღვინის კულტურა. ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოში 5 დღიანი გადაღების პერიოდში ძალიან ბევრ ჩინელ ტურისტს შევხვდით და ვფიქრობ ჩვენი დოკუმენტური სერიალი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში. ვფიქრობ ეთერში გასვლის შემდეგ ძალიან ბევრი ჩინელი გაიგებს საქართველოს შესახებ“,-აცხადებს ლიჰუან ცაი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, CCTV-ის გადაცემა დაეთმობა საქართველოს საზღვაო და სპა კურორტებს, კულტურას, ბუნებას, ქართულ ღვინოსა და კერძებს. CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა