ბექა ლილუაშვილი - შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა!

შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს.

"ამიტომ ერთის მხრივ, ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორები მტრები არიან, ხოლო მეორეს მხრივ, ღიად ვერ ამბობენ, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოება სურთ, რადგან იციან, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოწადინებულია ქვეყნის ევროპული განვითარებისაკენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით, როცა მეგობარი არაერთხელ მოგატყუებდათ, დაიწყებდა თქვენს ლანძღვას, თქვენი რეპუტაციის შელახვას და დადანაშაულებას იმაში, რომ მისთვის ცუდი გინდათ - თქვენ როგორც მეგობარი, როგორც ადამიანი როგორ მოიქცეოდით?! ზუსტად იგივე ხდება, როცა სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას ეხება საქმე. ხელისუფლება ცდილობს, რომ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებს დააბრალოს, რომ მათ ამ ქვეყანაში ომი უნდათ - ეს იმ სახელმწიფოებს დააბრალოს, რომელთაც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ. ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ასეთ სახელმწიფოებს უწოდებენ მტრებსა და არაკეთილმოსურნეებს.

ამიტომ დაანებონ თავი კეკლუცს - ან ღიად თქვან, რომ ანტიდასავლური პოლიტიკის განმახორციელებლები არიან ან უბრალოდ, წავიდნენ და დაგვასვენონ - თვითონაც დაისვენონ და ჩვენ დაგვასვენონ პენსიაში გასვლით", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის