კახა ოქრიაშვილი - ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, მითიური ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავს. 12 წელია, ამ შენობის ფუნქციას ეძებენ - ხან პოლიციის ჰაბად გამოაცხადეს, ხან რად და ხან რად. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ნათელი მაგალითი, პირველ რიგში, ეკონომიკაში.

ის ეკონომიკური ზრდაც, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფიქსირდება, ჩვენი მიგრანტების დამსახურებაა, რადგან მათ მიერ ყოველწლიურად ჩამორიცხული 3 მილიარდ დოლარზე მეტი, სხვადასხვა დროს, ჩვენი მშპ-ს 14%-დან 17%-მდე შეადგენს. ნორმალური მთავრობის პირობებში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. ესეც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ხელსუფლების აბსოლუტური უუნარობისა ქვეყნის და პირველ რიგში, ეკონომიკის განვითარების კუთხით.

მათ ვერ მოუძებნეს ფუნქცია საქართველოს გულში აშენებულ უმშვენიერეს შენობას და ვითარება უფრო დიდ მასშტაბში რომ დავინახოთ, კიდევ უფრო უარეს სურათს მივიღებთ - უკვე დიდწილად აშენებულ ევროკავშირის წევრობასაც გვინგრევენ!

რატომ?! - ერთადერთი მიზნის, ძალაუფლების შენარჩუნების გამო. ჩვენს ხალხს ევროკავშირის წევრობა სურს, ჩვენს ხელისუფლებას კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ეს არის ნონსენსი, რომელსაც ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოასწორებს!,” - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს