პრეზიდენტი - სამწუხაროა, რაც ხდება ქვეყანაში მედიის კუთხით - ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილებაა,  მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში, სამივეჯერ უარი მივიღეთ

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში, სამივეჯერ უარი მივიღეთ. მე მგონი, ეს არის მათი ქარტიის დარღვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და უფლებების დაცვისთვის ის, თუ რა ხდება მედიასივრცეში.

„სანამ დავიწყებდეთ, მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული, როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში, ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი, მეორეჯერ - ცალკე ინტერვიუ და მესამეჯერ, დღეს, რომელიც ნამდვილად საყოველთაო ფორმატია. სამივეჯერ უარი მივიღეთ. მე მგონი, ეს არის მათი ქარტიის დარღვევა. პირველ რიგში მინდოდა ეს აღმენიშნა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და უფლებების დაცვისთვის ის, თუ რა ხდება მედიასივრცეში. მადლობა ყველას, რომ ესწრებით დღევანდელ პრესკონფერენციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება