სალომე ზურაბიშვილი - უკვე რამდენიმე წელია, ვეღარც დავითვლი, არ ვიღებ არცერთი მაღალი დონის შეხვედრის არანაირ ანგარიშს, ეს იქნება პრემიერი თუ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი

უკვე რამდენიმე წელია, ვეღარც დავითვლი, არ ვიღებ არცერთი მაღალი დონის შეხვედრის არანაირ ანგარიშს, ეს იქნება პრემიერი თუ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, პრემიერის ვიზიტებთან დაკავშირებით.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც უნდა მტრული მთავრობები იყოს, ოფიციალური ვიზიტების შესახებ ინფორმაცია თუ ანგარიში ყოველთვის ინახება იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მეხსიერება.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სახიფათო, რადგან სამომავლოდ მოლაპარაკებების სრულ სიბნელეში დაწყებას ნიშნავს.

„არ ვიცი რას ნიშნავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომელიც სახელმწიფოსთვის ძალიან სამწუხარო არის. ის, რომ მე უკვე რამდენიმე წელია, ვეღარც დავითვლი, არ ვიღებ არცერთი მაღალი დონის შეხვედრის არანაირ ანგარიშს, ეს იქნება პრემიერი თუ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ვიღებ ტექნიკურ სასაუბროს, რაც ყველამ იცის, როგორ არის შედგენილი, მაგრამ იმ საუბრების შინაარსი, რაც შედგება პრემიერსა და აზერბაიჯანის თუ თურქეთის მეთაურს შორის, თუ იმ დღეს, როცა ბატონი კობახიძე იდგა სირიის მეთაურის გვერდით, რომელიც არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია, როგორც დამოუკიდებელი. ამ შეხვედრების, შეიძლება საიდუმლო გარიგებების თუ რაც არის, შინაარსი არა მხოლოდ ჩემთან არ მოდის, არსად ინახება. ეს ერთ რამეს ნიშნავს, ეს უკვე ჩემი დიპლომატიური გამოცდილებიდან ვამბობ-რაც არ უნდა მტრული მთავრობები იყოს, ეს ყოველთვის ინახება იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მეხსიერება. შემდგომში, ვინმე რომ დაიწყებს რომელიმე ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს, არ ეცოდინება, საიდან უნდა დაიწყოს, რა დათმობაზე წავედით ან არ წავედით, ანუ, სრულ სიბნელეში დაიწყებს შემდეგი, ვინც რაიმე მოლაპარაკებებს დაიწყებს. ეს არის ძალიან სახიფათო“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო