პრეზიდენტი - დაიხვეწა გაყალბების ფორმები, უფრო მოსყიდვას აქვს საქმე, ვიცით არაერთი პროგრამა, რომელიც გამოცხადდა, ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების ყოვლადშემძლეობას - არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება

ვისაც გონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდები უნდა მივიდნენ არჩევნებზე, რადგან კარგად იციან, რომ მათთვის ეს არის ბოლო შანსი.

“როგორც ყოველთვის, {არჩევნების} დაკვირვება ბოლო პერიოდში რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია. რეალურად, გაყალბებების მცდელობები მანამდე ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ხდება. დაიხვეწა გაყალბების ფორმები, მოსყიდვას აქვს უფრო საქმე. ჩვენ ვიცით არაერთი პროგრამა, რომელიც ახლა გამოცხადდა, ასევე რამდენიმე თვის წინ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ყოვლად შემძლეობას, რომ აი გააყალბებენ და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება. როდესაც საზოგადოებას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ რომც არ მოგწონდეს დიდად არცერთი პარტია, იცოდეთ რომ ერთი წლით არიან და მაინც მიეცით ხმა. ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ და გამოვლენ ამ არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ეს არის ბოლო შანსი. ბევრისგან მომისმენია, ამბობენ, თუ არა ახლა, მაშინ მივდივარ ქვეყნიდან. მათთვის მართლა ღიაა მსოფლიო და პერსპექტივები ყველგან არის, გარდა ამ ქვეყანაში მათთვის დღეს. გასაგებია, არ მივესალმები ამას და ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა. შეიძლება ესეც ხელისუფლების გათვლაა… ვისაც გონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის, რომელიც გაედინება” , - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ “ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი არა ომსა და მშვიდობას შორის, არამედ რეფერენდუმი ევროპასა თუ რაღაც ბნელი წარსულის, რუსეთის, არა ნათელი მომავლის შორის”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს