პრეზიდენტი - ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება - ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა

ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება. ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დეზინფორმაციაზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ეს სავალალო მდგომარეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც დღესვე უნდა იწყებოდეს და არა მომავალში, არჩევნების შემდეგ.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა - ეს ყოველდღიურია. ეს არ არის პარლამენტის გასაკეთებელი - ეს არის თქვენი გასაკეთებელი. ჩემი, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა მაინცდამაინც პარლამენტში. სამაგიეროდ, არის ერთი უწყება, რომელიც საერთოდ დაშლილია და არ არსებობს - ეს არის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პრეზიდენტიდან პრემიერის დაქვემდებარებაში გადაიტანეს.

ჩემთან ადმინისტრაციაში ორი კიბერშეტევა იყო და სახელმწიფო უწყებებიდან ნული რეაგირება. ამერიკელებმა უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინეს, ვიდრე ჩვენმა უწყებებმა. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა და სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც დღესვე უნდა იწყებოდეს და არა მომავალში, არჩევნების შემდეგ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს