პრეზიდენტი საქართველოს ელჩებზე - როცა ისინი არ ცნობენ სახელმწიფოს მეთაურს და იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნებში აკრედიტებული საქართველოს ელჩებისადმი მიმართვისას მან დიპლომატებს სინდისისკენ მოუწოდა და არა საბოტაჟისკენ. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, როცა დიპლომატები არ ცნობენ სახელმწიფოს მეთაურს და იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან. „სინდისისკენ. ისინი არიან სახელმწიფოს და პირველ რიგში, სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლები. როცა ისინი არ ცნობენ სახელმწიფოს მეთაურს და იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან. არავითარი საბოტაჟი არ არის საჭირო, საჭიროა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. მე 30 წლიანი „სტაჟი“ მაქვს გავლილი დიპლომატიაში, ასე, რომ...“.-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება