სალომე ზურაბიშვილი - ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია

ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხომ არ უსაუბრია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ან ხომ არ აპირებს იქ ჩასვლას. პრეზიდენტის განმარტებით, ამ მოცემულობაში მას არ აქვს უფლება, მისი პოსტი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

„ზელენსკისთან არაერთი საუბარი მქონდა ბოლო შეხვედრების დროს, ვიყავი შვეიცარიაში, სადაც სამშვიდობო, დიდი კონფერენცია იყო ორგანიზებული სწორედ შვეიცარიელების მიერ, მაგრამ უკრაინისთვის, რასაც ზელენსკი ესწრებოდა. მასაც ავუხსენი და ყოველ ჯერზე ვუხსნი ყველას, რომ ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, რადგან მე არ მაქვს უფლება, როგორც სახელმწიფო მეთაურს, რომ ეს პოსტი ჩავაყენო რამე საფრთხის წინაშე ამ პირობებში და ეს ყველამ ძალიან კარგად გაიგო. მე დიდ ხანს არ მინდოდა ამის ახსნა, იმიტომ, რომ არ მინდა, რომ უკრაინისთვის ეს რამენაირად დამამცირებელი იყოს, მაგრამ ეს რეალობაა და სახელმწიფო მეთაურის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი