პრეზიდენტი - ვაგრძელებ ქმედებებს, რაც მევალება, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ - მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მევალება და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ - მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის სარჩელი ამ სასამართლოს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელისა და იმპიჩმენტის ლეგიტიმურობის აღიარებაა.

ამასთან, კითხვაზე, რას ელის საკონსტიტუციო სასამართლოსგან და არის თუ არა სარჩელი მისი მხრიდან სიმბოლური ჟესტი, პრეზიდენტი განმარტავს, რომ „ადამიანები საკუთარი სინდისის წინაშე უნდა დადგნენ“ და მოსამართლეებმა თქვან, „თვლიან თუ არა, რომ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] ეწინააღმდეგება მუხლს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გარანტიას გვაძლევს“.

„ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მე მევალება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ, მაგალითად, ეროვნული ბანკი, რომელსაც მას მერე, რაც ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ მიიღო სრულიად მიუღებელი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა წარვადგინო კანდიდატები ბორდისთვის. გავაგრძელე ეს, ბოლოს წარვადგინე კანდიდატი, რომელიც არც განიხილეს.

ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარვადგინე კანდიდატი არა იმიტომ, რომ მჯერა, რომ რამე ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი, რაც ჰგავს რომელიმე ნორმალურ ქმედებას ასეთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ, საჭიროა დაანახო, რომ შეიძლება არსებობდეს გამჭვირვალე პროცესი და შეიძლება არსებობდეს „ვეტინგის“ პროცესი. ამის მაგალითის მიცემა გვინდოდა.

ასევე, ამ შემთხვევაშიც მაგალითი უნდა იყოს მიცემული იმისა, რომ შეიძლება ბრძოლა ბოლომდე გააგრძელო, რომ არ შეიძლება გაჩერდე და კონსტიტუციურ უმაღლეს სასამართლოს არ დაუყენო საკითხი მის წინაშე. ადამიანები - პავლე და სავლე, იცვლებიან და თავიანთი სინდისის წინაშე უნდა დააყენო. თვლიან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება მუხლს, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გარანტიას გვაძლევს? - თქვან. საინტერესო იყო ჩემი იმპიჩმენტის სასამართლო ამ მხრივ- სამი მოსამართლე გამოჩნდა, რომელთაც გაბედეს და თქვეს, რომ არ ეთანხმებოდნენ. მათი დასკვნები უცხოეთში გაზიარდა და ძალიან დაფასდა, რადგან სერიოზული ნაშრომები იყო. აქაც მივცეთ შანსი, რომ თავიანთი სათქმელი თქვან იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და აღელვებს ყველა პარტნიორს. მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პრეზიდენტი - ვაგრძელებ ქმედებებს, რაც მევალება, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას, ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ - მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მევალება და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ - მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის სარჩელი ამ სასამართლოს, მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელისა და იმპიჩმენტის ლეგიტიმურობის აღიარებაა.

ამასთან, კითხვაზე, რას ელის საკონსტიტუციო სასამართლოსგან და არის თუ არა სარჩელი მისი მხრიდან სიმბოლური ჟესტი, პრეზიდენტი განმარტავს, რომ „ადამიანები საკუთარი სინდისის წინაშე უნდა დადგნენ“ და მოსამართლეებმა თქვან, „თვლიან თუ არა, რომ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] ეწინააღმდეგება მუხლს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის გარანტიას გვაძლევს“.

„ყველა მხრივ ვაგრძელებ იმ ქმედებებს, რაც მე მევალება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე უწყების ან ინსტიტუტის დამოუკიდებლობას ან ლეგიტიმურობას ვაღიარებ, მაგალითად, ეროვნული ბანკი, რომელსაც მას მერე, რაც ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ მიიღო სრულიად მიუღებელი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება, არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ უნდა წარვადგინო კანდიდატები ბორდისთვის. გავაგრძელე ეს, ბოლოს წარვადგინე კანდიდატი, რომელიც არც განიხილეს.

ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარვადგინე კანდიდატი არა იმიტომ, რომ მჯერა, რომ რამე ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ისეთი, რაც ჰგავს რომელიმე ნორმალურ ქმედებას ასეთი ინსტიტუტისთვის, მაგრამ, საჭიროა დაანახო, რომ შეიძლება არსებობდეს გამჭვირვალე პროცესი და შეიძლება არსებობდეს „ვეტინგის“ პროცესი. ამის მაგალითის მიცემა გვინდოდა.

ასევე, ამ შემთხვევაშიც მაგალითი უნდა იყოს მიცემული იმისა, რომ შეიძლება ბრძოლა ბოლომდე გააგრძელო, რომ არ შეიძლება გაჩერდე და კონსტიტუციურ უმაღლეს სასამართლოს არ დაუყენო საკითხი მის წინაშე. ადამიანები - პავლე და სავლე, იცვლებიან და თავიანთი სინდისის წინაშე უნდა დააყენო. თვლიან, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება მუხლს, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გარანტიას გვაძლევს? - თქვან. საინტერესო იყო ჩემი იმპიჩმენტის სასამართლო ამ მხრივ- სამი მოსამართლე გამოჩნდა, რომელთაც გაბედეს და თქვეს, რომ არ ეთანხმებოდნენ. მათი დასკვნები უცხოეთში გაზიარდა და ძალიან დაფასდა, რადგან სერიოზული ნაშრომები იყო. აქაც მივცეთ შანსი, რომ თავიანთი სათქმელი თქვან იმ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აღელვებს და აღელვებს ყველა პარტნიორს. მაინტერესებს, როგორ შევლენ ისტორიაში ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია