პრეზიდენტი ე.წ. „ოფშორების კანონზე” - ეს არის ქვეყნის გაყიდვა

ეს კანონი იქნა გატარებული, პრაქტიკულად, საიდუმლოდ, აჩქარებული ტემპით და არავისთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ იქნა გაკეთებული - აქ არანაირი ეროვნული ინტერესი არ არის, არანაირი პატრიოტიზმი, ეს არის პირაპირ ქვეყნის გაყიდვა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტში მიღებულ ე.წ. „ოფშორების კანონს“.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი საქართველოს „ნაცრისფერ ზონად“ აქცევს და ახლა, მიიჩნევს, რომ შესაძლოა დასასანქცრებელმა ოლიგარქებმა თავიანთი აქტივები საქართველოში გადმოიტანონ.

„აქაც არა მგონია, რომ პრევენციული რამე შეიძლება მოხდეს. ეს კანონი იქნა გატარებული, პრაქტიკულად, საიდუმლოდ, აჩქარებული ტემპით და არავისთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ იქნა გაკეთებული.

ეს არის კანონი, რომელიც, რეალურად საქართველოს, რაღაც ნაცრისფერ ზონად გარდაქმნის, თუ არა შავ ხვრელად. ეს არის მისი საბოლოო მიზანი. აქ შემოვიდეს აქტივები, ფულზე ნაკლებად არის საუბარი, ფული გადის იმ საბანკო სისტემით, რომელიც მეტ-ნაკლებად დაცული და გაკონტროლებულია. აქ არის აქტივებზე საუბარი, თვითმფრინავებზე, იახტებზე რაც ძალიან დიდ თანხებზე ადის და რომელიც შეეძლება აწყობდეს არამხოლოდ ივანიშვილის პირადი ქონების გადმოტანას, სანქციების შემთხვევაში, სანქცირებამდე, არამედ ბევრ სხვა ოლიგარქის დასანქცირებამდე, რომ თავიანთი აქტივები აქ გადმოიტანონ და უსაფრთხოდ, ჰყავდეთ მაგალითად ბათუმის კუნძულზე, რომელიც აჩქარებული ტემპით შენდება.

აქ საჭიროა გამოძიება, სამწუხაროდ დღეს ეს ყველაფერი მთავრობის ხელშია, ვერაფერი ამას ვერ შეეწინააღმდეგება, თუ არა გამჭვირვალობა, რაც აქ ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონი არის და არჩევნები და არჩევნებით ქვეყნის დაცვა.

კიდევ ერთხელ, აქ არანაირი ეროვნული ინტერესი არ არის, არანაირი პატრიოტიზმი, ეს არის პირაპირი ქვეყნის გაყიდვა“ , - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს