პრეზიდენტი - სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება - ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე

ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს - აძლევენ შეუზღუდავად პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები იქიდან გააგზავნოს, იმიტომ, რომ „ოცნების“ ბოლო იმედია, ამომრჩეველი კიდევ სააკაშვილით შეაშინოს.

დღეს არ არის საკითხი, არ დგას, აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს