სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზე - არ ვიცი საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს

ძალიან სამწუხაროა, როცა ეს ეხება ჟურნალისტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე.

მისი თქმით, ასევე, სირთულეები აქვთ უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლასა და დარჩენაზე.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ისაუბრა ჟურნალისტების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას.

„სხვათა შორის, საკითხი დგას, ასევე, მთელი რიგი უკრაინელი და რუსი ჟურნალისტებისთვის, რომელთაც სირთულეები აქვთ აქ შემოსვლის ან დარჩენის, არ არის პირველი. არ ვიცი ამ საკითხის საბოლოო დეტალები, მაგრამ ეს არის ძალიან სამწუხარო, როცა ეხება ჟურნალისტს. ჟურნალისტების, მითუმეტეს უცხოელი ჟურნალისტების უფლებები ამ ქვეყანაში ძალიან უნდა იყოს დაცული. ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია ამაზეც დგას“, - დასძინა პრეზიდენტმა.

თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, ბრალდებულს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი