მედია - ჯო ბაიდენს უსაფრთხოების გუნდმა განუცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის დრო და დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა განუცხადა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის განახორციელებენ ირანი და „ჰეზბოლა“ისრაელის წინააღმდეგ სავარაუდოდ შეტევას და კონკრეტულად რა შეიძლება მოჰყვეს თავდასხმას, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე ბაიდენს და ჰარისს განუცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვა მოელის სცენარს, რომელიც მოიცავს თავდასხმების ორ ტალღას - ერთს ჰეზბოლას მხრიდან და მეორეს - ირანისა და მისი რამდენიმე სხვა მარიონეტის მხრიდან. ამასთან, გამოცემის წყაროების თქმით, აშშ-ის დაზვერვისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ აპირებს თავდასხმას პირველად და რა სახის იქნება თავდასხმა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრა გამართა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს