საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეაში, ილსანში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში Korea International Tourism Show მიიღო მონაწილეობა. ტურისტულ გამოფენაზე საქართველო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით წარდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Korea International Tourism Show-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

„გამოფენის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კორეის ტურიზმის ორგანიზაციის (KTO) აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, კანგ იუ იუნგთან და ტურისტული კომპანიის Hanjin travel-ის ხელმძღვანელებთან.

Korea International Tourism Show-ს 50 ათასი სტუმარი ეწვია, გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს