ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო - მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ მეთოდებს

„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“.

„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.

ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 3 აგვისტოს, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა.

ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა - როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩნდა:

„ოცნების“ აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი - მანუჩარ რიჟვაძე;

მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და „ოცნების“ კოორდინატორები: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი („ოცნების“ ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია, ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი („ოცნების“ უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის სპეციალისტი („ოცნების“ აქტივისტი).

მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედია-საშუალებები, „ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, რასაც აქტიურად გადმოსცემს მის მიერ კონტროლირებადი მედიით.

მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს „ოცნების“ წინააღმდეგ „ნაცმოძრაობა“ იყენებდა და რასაც თავად ებრძოდა.

არჩევნების დაცვის ჩვენი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო