სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ბევრ ინვესტიციას, მაღალ ხელფასებს, დაბალ ფასებს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია

თუკი ვინმესი ეშინია „ქართულ ოცნებას", ეს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილია - მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ. 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ბოროტ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

„ე.წ. საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს იყო სრული აბსურდი, რომ თითქოს მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არსებობს. მიხეილ სააკაშვილს არათუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო კომუნიკაციისა და მასთან დეპუტატების ვიზიტის უფლებაც წართმეული აქვს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობა შეფარდებულს, პატიმრობა მიუსაჯონ. დღეს დღეობით ასეთი საქმე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

ასევე გაუგებარი მიზეზით მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი ასრულებს სწორედ რუსეთის დაკვეთას და დავალებას.

თუკი ვინმესი ეშინია "ქართულ ოცნებას", ეს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მაგალითია იმისა თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს, მაშინ როდესაც ერთიანდება. ზუსტად იციან მათ, როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, არსებობდა კორუფცია, კრიმინალი და სიღარიბე, მიხეილ სააკაშვილმა ხალხის გაერთიანება შეძლო და რეგიონის ლიდერი საქართველო შექმნა. სწორედ, ამას ვერ პატიობს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ბევრ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, მაღალ ხელფასებსა და დაბალ ფასებს ნიშნავს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია „ქართულ ოცნებას". მათ ზუსტად იციან, რომ მათი ბედი გადაწყვეტილია და სასოწარკვეთილები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეგვაშინონ და გაგვტეხონ. მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ. 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ბოროტ რეჟიმს", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო