ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია - სოფელ მუშევანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მუშევანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში, 4800 გრძივი მეტრის ქსელი მოეწყობა და სასმელი წყლის პრობლემა, საბოლოოდ, 105 ოჯახს მოუგვარდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 173 142 ლარს შეადგენს. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს