ირაკლი ფავლენიშვილი - რუსული კანონის შედეგია, რომ საქართველო მოექცა სრულ იზოლაციაში

რუსული კანონის შედეგია, რომ საქართველო მოექცა სრულ იზოლაციაში, შეჩერდა ევროპული ინტეგრაცია, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი, დაიწყო აქტივისტების, პოლიტიკოსების ცემა, მედია საშუალებების დევნა, ეს ყველაფერი კი არის კანონის ამოქმედების გამოვლინება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის რეესტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფავლენიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გეოპოლიტიკური ჩიხი უწოდა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი სწორედ ეს უნდა შეიცვალოს.

„ეს კანონი გვაკარგვინებს ყველა ჩვენს მეგობარს, გვრიყავს და იზოლაციაში გვაქცევს მთელი დასავლური სამაყროსგან და, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის „რუსული კანონი“, რომელიც არის გეოპოლიტიკური ჩიხი ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილმა ეს კანონი აამოქმედა იმის შემდგომ, რაც დაიწყო მასზე საუბარი. ამ კანონის შედეგია ის, რომ ჩვენ დავრჩით მეგობრების გარეშე, შეჩერდა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, შეჩერდა უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს ეხებოდა, დაიწყო სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების ცემა, დევნა მედია საშუალებების და შეგვემატა პოლიტიკური პატიმრები. ეს ყველაფერი არის კანონის ამოქმედების გამოვლინება.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა