გია ჯაფარიძე - კამპანიის ფარგლებში გლდანულაში ვხვდებით მოსახლეობას - შეუძლებელია, ენით აღწერო თუ რა სიღარიბეში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელიც მოიტანა ივანიშვილის მმართველობამ

კამპანიის ფარგლებში გლდანულაში ვხვდებით მოსახლეობას. შეუძლებელია ენით აღწერო თუ რა სიღარიბეში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომელიც მოიტანა ივანიშვილის მმართველობამ. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენი ერთიანობით უნდა დავამარცხოთ სიღარიბე და უპერსპექტივობა ქვეყანაში,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უპერსპექტივობაში ტოვებს ქვეყანას, საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს მოქალაქეებს.

„ვიმყოფებით გლდანულაში, კამპანიის ფარგლებში ვხვდებით მოსახლეობას. წარმოუდგენელი სიღარიბეა, შეუძლებელია ენით აღწერო თუ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი მოქალაქეები. ერთი და იგივეა ყველგან, დაბალი პენსიები, საპენსიო სესხები, რომელიც ძალიან აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ყველა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებისგან არის დაცლილი აქაურობაც. მიზეზი არის უკიდურესი სიღარიბე, გაზრდილი ფასები, ეს ყველაფერი კი უნდა დავამარცხოთ 26 ოქტომბერს. „ქართული ოცნება“ უპერსპექტივობაში ტოვებს ქვეყანას, საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს ჩვენს მოქალაქეებს.

ერთიანობით უნდა მოვახერხოთ, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს მოიტანს იმ სიკეთეებს, რითაც სარგებლობენ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, სადაც წასულია ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იმისათვის, რომ იმუშაოს და ფული გამოუგზავნოს ოჯახის წევრებს, რათა ლუკმა-პურის ფული ჰქონდეთ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს