თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტ სააკაშვილს მხოლოდ იმიტომ შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია

პრეზიდენტ სააკაშვილს მხოლოდ იმიტომ შეუფარდეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია. პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციას.

პირველ რიგში, ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა.

ასევე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური თუ პირადი სიმპათიები და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის პარალელურად, ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო და მათ შორის, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის დავალებით პრეზიდენტ სააკაშვილს ახლა უკვე ორმაგი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლედ წოდებული მიხეილ ჯინჯოლიას უკანონო გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და არ აქვს ანალოგი, რადგან არც ერთი პატიმარი - პოლიტპატიმარი პრეზიდენტი სააკაშვილის გარდა - არ იხდის ორმაგ პატიმრობას.

პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც უკვე თითქმის სამი წელია უკანონო პატიმრობაშია, აღმკვეთი ღონისძიების სახით დამატებით პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს მისი თავისუფლების ეშინია.

პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნამდვილად ადგილი არ არის.

ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი ვალია შევთანხმდეთ მომავალზე - რადგან, მყარად მჯერა, რომ ეს მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ევროპულია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის