შალვა პაპუაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ვხედავთ - ის, რაც ჩვენ უანგარო გვერდში დგომა გვეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტია

ის, რაც ჩვენ უანგარო გვერდში დგომა გვეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტია და იმ მომენტში, როდესაც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში და მიმართულებაში რაღაც არ მოეწონათ, ეს ინსტრუმენტი, როგორც ზეწოლის მექანიზმი, ისე აამოქმედეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას ისინი, როგორც მეგობრობისთვის გამოწვდილ ხელს ისე უყურებდნენ, „მაგრამ როდესაც ეს შანტაჟისა და ზეწოლის ინსტრუმენტი ხდება ქართველ ხალხზე, ეს სწორი მიდგომა არ არის“.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ვხედავთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტია. ის, რაც ჩვენ უანგარო გვერდში დგომა გვეგონა, აღმოჩნდა, რომ ეს საკუთარი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტია და იმ მომენტში, როდესაც რაღაც არ მოეწონათ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში და მიმართულებაში, ეს ინსტრუმენტი, როგორც ზეწოლის მექანიზმი, ისე აამოქმედეს. მეგობრობა და დახმარება ასე არ მუშაობს.

საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს - ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესი. ჩვენ ეკონომიკური ზრდის ლიდერები ვართ და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ 29 მლრდ-იანი ბიუჯეტი გვაქვს, რომლის ნახევარი პროცენტიც კი არ არის უცხოური გრანტები. აქედან გამომდინარე, საუბარი თუნდაც ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 8 მლრდ. ლარამდე აქვს, 2 მილიონზე საუბარი და ამისი ყოველ მეორე დრეს რაღაც ინფორმაციის წამოწევა იმისთვის, რომ საზოგადოებაში მღელვარება იყოს, ვფიქრობ, სწორი მიდგომა არ არის.

საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს, ვისაც უნდოდა, რომ თანაზიარი ყოფილიყო სხვადასხვა განვითარებებით და საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამას. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც მეგობრობისთვის გამოწვდილ ხელს, მაგრამ როდესაც ეს შანტაჟისა და ზეწოლის ინსტრუმენტი ხდება ქართველ ხალხზე, ეს სწორი მიდგომა არ არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „95 მლნ-ზე მაღალ დონეზე გაკეთდა განცხადება და 1 კვირაა მთელი საქართველო მარჩიელობს იმაზე, თუ რაზეა საუბარი“. მისი შეფასებით, სწორედ ეს არის გაუმჭვირვალობა.

„წარმოგიდგენიათ, 95 მლნ-ზეა საუბარი, რომელზეც ასეთ მაღალ დონეზე გაკეთდა განცხადება და ერთი კვირაა მთელი საქართველო ვმარჩიელობთ და არ ვიცით რაზეა საუბარი. რამდენადაც ვნახე, მათ შორის აშშ-ის საელჩოსაც არ ჰქონდა ამაზე პასუხი. ეს თუ არ არის გაუმჭვირვალობა, მაშ რაღაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე