შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე - დანიის საელჩოს მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი -  როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში

სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე. დანიის საელჩოს მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი - როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "დემოკრატიის ფესტივალი", რომელსაც დანიის საელჩო აფინანსებს, ცალსახად საარჩევნო პროცესის დარღვევაა.

„იმ ავტორიტარიზმის ფესტივალზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ეს დღეებია ტარდება, ვხედავთ, რომ ხალხის რეაქციაზე ამას არანაირი გავლენა არ აქვს, წინასაარჩევნო პროცესის დარღვევაა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის უცხოური დაფინანსებით პლატფორმის მიცემა, საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევაა. მეორეს მხრივ, ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის ბანერები და მისი რეკლამირება. დანიის საელჩო ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის და მთავრობის მიმართ და არა ქართველი ხალხის მიმართ და ალბათ, ამიტომ ნაკლებად გულით უდგება ამ საკითხს. იქ რომ ყოფილიყო გამოფენილი რომელიმე დანიელი კრიმინალის ფოტო, დარწმუნებული ვარ, საკუთარ საქმედ ჩათვლიდნენ და განმარტებებს გააკეთებდნენ. მაგრამ, საკითხი ქართველ ხალხს ეხება და მათ მიმართ განმარტებებით თავს არ იწუხებენ.

სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე. განსაკუთრებით გამოიკვეთა დარღვევის სხვადასხვა სახე, მათ შორის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში. დანიის მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი მაგალითი. პროპაგანდას ეწევიან პარტიები, ვხედავთ, რომ კრიმინალის რომანტიზება ხდება საარჩევნო აგიტაციის შეხვედრებში და უცხო ქვეყნის დაფინანსებით რადიკალური პარტიები ეწევიან აგიტაციას. ვნახეთ, „ენდიაის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებები, როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რაც არის დარღვევა, ნეიტრალურობის პრინციპიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეხვედრები, სადაც პირდაპირ აგიტირებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმედი მაქვს, „ეუთო/ოდირის“ მისია, რომელიც პროცესებს ჯერ შორიდან აკვირდება,ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, დასკვნებს ასახავენ. ჩვენ ამას ვაკვირდებით და გვაქვს შესაბამისი საჯარო რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო