იაპონია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში არ გაემგზავრონ

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში არ გაემგზავრონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უწყება გადაწყვეტილების მიზეზად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას ასახელებს.

ცნობისთვის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება