რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ კურსკის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი - დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის მასიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი - დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება.

„ორი ადამიანი დაშავდა გლუშკოვსკის რაიონში, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ქალაქ სუჯაში. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებლეაბას კიდევ სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მიმართა. ორი ადამიანი დაშავდა ბოლშესოლდაცკის რაიონში, ერთი კი რილსკის რაიონში. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან. სამწუხაროდ, სუჯას ერთი მკვიდრი გარდაიცვალა“, - წერს სმირნოვი „ტელეგრამ“ არხზე.

მანამდე, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ რეგიონს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებითა და რაკეტებით შეუტია.

გარდა ამისა, დილით რუსმა მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ კურსკის ოლქის სუჯანსკისა და კორენევსკის რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საზღვრის გარღვევის მცდელობა შეაჩერეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე