გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს 10:00-დან 13:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ჩინთი, ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, უნდილაანი, იორი, მღვიმე, ეთვალისი, ხოლო 16:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს არაგვისპირში, ბოდორნაში, აგატში, ქვემო არანისში, ჭოპორტის აგარაკებზე და მიმდებარე სოფლებში.

„10:30-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს სოფელ გლდანში ფიროსმანის, რუსთაველის, ორბელიანის, გიორგი სააკაძის ქუჩებზე. 11:00-დან 13:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტნერის, ჰუგო ჰუბერტის, იან ჰომერის, არქანჯელო ლამბერტის, ბარონ დე ბაის ქუჩებზე.

11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ დაბა სტეფანწმინდაში ალ.ყაზბეგის, კოსტავას, ვიქტორ ფიცხელაურის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 13:30-დან 15:30 საათამდე - ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, 15:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებში გარბანი, სიონი, არშა და 16:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, ოქროყანა, უხათი, ზემო ოქროყანა, გიმარა.

12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა, ზემო ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

14:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს გლდანში ხოდაბუნების ტერიტორიაზე, მამკოდაში, ხოლო 14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს თბილისში ლეო კვაჭაძის ქუჩაზე, სოფლებში ზემო და ქვემო ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

15:00-დან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, მუხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა