ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის საქმიანობა შეაჯამა და სასწავლო პროგრამების შედეგების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის კურსდამთავრებულები, ტრენერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პარტნიორები.

„გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანი გახლდათ უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებოდნენ უცხოელი და ქართველი პარტნიორები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი.

სასწავლო პროგრამაში (ტრენინგებში) 700-ზე მეტმა მონაწილემ გამოხატა კიბერუსაფრთხოების თემების შესწავლის სურვილი. უმეტესობა მათგანი დასაქმდა ან გაიუმჯობესა კარიერული შესაძლებლობა. განსხვავებული იყო მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი (მონაწილეთა ასაკი გახლდათ 16 წლიდან - 70 წლამდე). პროექტმა მოიცვა თითქმის მთელი საქართველო და მრავალფეროვანი იყო გეოგრაფიული დაფარვის არეალიც (სოფლად, მაღალმთიან რეგიონსა და ქალაქად მცხოვრები), ასევე გენდერული თვალსაზრისით, პროექტში ჩართულ პირთა (ქალი, მამაკაცი) რაოდენობრივი მაჩვენებელი თითქმის თანაბარია. KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი და KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგების გამორჩეული კურსდამთავრებულები იღებენ EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდის ვაუჩერს.

წლის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის მონაწილეებისთვის არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, კარიერული კონსულტირების ვორქშოპი, კიბერუსაფრთხოების კვირეული, დასაქმების ფორუმი, შეიქნა ახალი პარტნიორობები 10-ზე მეტ კომპანიასთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს