ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ივლისში ოკუპანტ ქვეყანაზე მეტი დრონი გამოიყენა, რაც უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ივლისში უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტებმა, ეს უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენენ ომზე და გავლენას ახდენს უკრაინის ინტერესებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ამაში უკვე უპირატესობას იძენენ და ივლისში ჩვენმა ჯარისკაცებმა უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტმა. ეს ფრონტზე მდგრადი ტენდენცია უნდა იყოს - ყველა ტიპის დრონთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვედანაყოფებს აქვთ და რომელიც უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენენ ომზე და გავლენას ახდენს უკრაინის ინტერესებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით უკრაინის ლიდერობა, შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომელიც არა მხოლოდ აახლოებს ომის სამართლიან დასრულებას, არამედ უკრაინას სხვა სახელმწიფოებისთვისაც უსაფრთხოების მიმწოდებლად აქცევს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ წელს უკრაინელ მწარმოებლებთან უკვე მილიონამდე დრონზეა კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ წლის ბოლომდე, მთლიანობაში, მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იქნება.

„ახლა ყველა დეტალს არ ვამხელთ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობა, ვაწარმოოთ დრონები, მუდმივად იზრდება და ვმუშაობთ არა მხოლოდ მთავრობის დაფინანსებით, არამედ პარტნიორებთან, რათა მათ ინვესტიცია განახორციელონ დრონების ჩვენს წარმოებაში. იმაში, რაც გვეხმარება დავიცვათ საკუთარი თავი ახლა და შემდგომში კი ეს ხელს შეუწყობს ყველას უსაფრთხოების შენარჩუნებას, ვინც სიცოცხლეს აფასებს და ვინც ახლა ჩვენ გვერდით არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სარაკეტო პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის