თინა ბოკუჩავა - 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია - პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოკუჩავას თქმით, საზოგადოების ვალია უკვდავყოს მათი ხსოვნა და ერთიანობით გაამთლიანოს ქვეყანა.

„16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ჩვენი ვალია უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა