გიორგი ვაშაძე - მთავარი სანქცირება 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, როცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ პერსპექტივა, განვითარება, მომავალი და არა წარსული, ჭაობი და მტრობა ჩვენს პარტნიორებთან

საქართველო დღეს ძალიან მძიმე ვითარებაშია. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საკუთარი ქმედებით შეაჩერა, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება.

„ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე, „რუსული კანონი“ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად დაგვიჯდა. მეორე, გაჩერდა ამერიკიდან დაფინანსება, წყდება ევროკავშირიდან დაფინანსებები. ამიტომ, 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გადავწყვიტოთ, როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება - გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომელიც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცვას, პატივს სცემს გმირებს, მიდის ევროკავშირისა და ნატოსკენ, რომელიც არის ის უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სივრცე, რომლისთვისაც წლებია ვიბრძვით და რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, თუ ვიქნებით ჭაობი, უბედურება, სადაც განათლების პროექტები არ დაფინანსდება, სადაც სასკოლო პროექტებს პრობლემა ექნება, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა გაუბედურდება. ამიტომ, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველამ“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება სანქციების შესაძლო დაწესებას, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ აშშ დამატებით ზომებს მიიღებს, რაც შესაძლოა, მმართველი გუნდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც იყოს.

„მთავარი სანქცირება 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, როდესაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ პერსპექტივა, განვითარება, მომავალი და არა წარსული, ჭაობი და მტრობა ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ დღეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი რომ იყოს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იმის ნახევარი არ იქნება, რაც დღეს აქვთ.

„პატიმრობაში მყოფ ადამიანს რომ წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია. საკითხი არის, რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეშინიათ, აფრთხობთ. პირდაპირ გეტყვით, დღეს რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შეიძლება იმის ნახევარი იყოს, რაც დღეს აქვთ. მაშინ რაში სჭირდებოდათ წინასწარი პატიმრობის გამოყენება, თუ არაფერს ცვლიდა? საპატიმრო დაწესებულებაშია ადამიანი. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილს ეშინა და ამიტომ უნდა ციხეში ჰყავდეს გამოკეტილი“,-განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის